- თავი
- კისერს ზემოთი კერძო ცხოველთა, დამტევნელი უმთავრესთა საგრძნობელთა (ფსალ. 20, 3; მატ. 10, 30 და 14, 8 და შემდგომი) глава, голова.— ზემოთი კერძო ნივთთა, ვითარ თავი და ბოლო ჯოხისა, ძელისა, ანუ თხემი მთათა და სხ. (ფსალ. 71, 16; ვეფხისტ. 1032), верх, вершина.— გუმბათი ან გჳრგჳნი, მრგუალად მოვლებული შენობათა ზედა, голова, верх, купол.— პირველი უკანასკნელისა, ვითარ თავი პური, თავი ღვინო ე.ი. რჩეული, главный, первый сорт.— უფროსი, უმთავრესი კაცთა შორის, ვითარ ერის თავი, გუნდის თავი, ასის თავი და სხ. (ეფეს. 5, 23; კოლოს. 2, 10), глава, начальник.— დასაბამი საფუძველი საქმეთა (მატ. 21, 40; დაბად. 2, 10), глава, начало, თავიდამ დაწყება.— ნაწილი წიგნისა (ფსალ. 39, 7), глава, главизна, часть книги.— კუალად ერთი თავი შაქარი, голова сахару; ორი თავი ხახვი, головка луку, луковица; სამი თავი კომბოსტო, 3 головки или кочны капусты.— თავმან მისმან იხმარების საფიცრად ვითა მზე (ნახე მამაშვილობა) (ვეფხისტ. 727, 733, 749, 1157 და შემდგომი).— თჳთ თავი თჳსი, сам, თავი მოსამრთლე, главный судья (Зак. Вахт., 4, თავთავის ადგილს).
Грузинский толковый словарь с русскими комментариями. 2013.